Saturday, April 16, 2011

მე სიყვარულის დღეს


  სიყვარულის დღე. მიხარია (მეთვითონაც არ ვიცი რა)
დილა: სკოლაში არხეინად მივდივარ და წარმოდგენაც კი არ მაქვს რომ ბიოლოგიის პროექტი სახლში დამრჩა... სკოლასთან მისულს გამახსენდა და სახლამდე,  10 წუთის სავალი, სირბილით გავიარე...  წამოსვლისას ზუსტად ვიცოდი რომ დავაგვიანე და არც შევმცდარვარ, შესვლისთანავე მანდატურმა დაგვიანების აქტი დამიწერა... შესანიშნავია, ახლა დამრიგებლის ნოტაციების კითხვას რა გაუძლებს? კლასში შევედი და მერხზე ისე მძიმედ დავჯექი გეგონებოდათ, მთელი დედამიწა ზურგზე მეკიდა... ხელები თავში ჩავრგე და იმაზე ფიქრი დავიწყე დამრიგებელი როგორ გაბრაზდებოდა მისი სანიმუშო მოსწავლის აქტს რომ დაინახავდა...  მოსახდენი მოხდა. ასეც ვიცოდი
შუადღე: დაქანცული სკოლიდან მოვდივარ... ასე მძიმე ნაბიჯებით ჩემს ცხოვრებაში არ მივლია. ჯერ ორი–სამი საათი იყო და უკვე მეტისმეტად გადაღლილი ვიყავი. თავი ავწიე და (ნეტავ საერთოდ არ ამეწია) ჩემი პარალელური კლასელი დავინახე რომელიც ჩვეულზე მეტად მომწონდა. მარტო არ იყო, გოგონასთან ერთად. შეყვარებულიც ყოლია, თან რა ლამაზი... იმწუთას ვაღიარე რომ ძალიან შეეფერბოდნენ. ასეც ხდება ხოლმე და სწრაფი ნაბიჯით გავაგრძელე გზა. სახლში მისულს, კომპიუტერს მივუჯექი და:
    –დედაააა, კომპიუტერს რატომ ვერ ვრთავ?
    –ჩვენს აყოლებაზე მოკლე ჩართვა მოხდა... საღამომდე გავაკეთებთოო.
ახლა მართლა გავგიჟდები... როლიკები ჩავიცვი და მეგობარს გავუარე. როლიკებზე დიდი ხანია არ ვდგავარ, დაახლოებით ერთი კვირა მაგრამ მაინც მყარად ვიდექი :) ნაოშნიკები გავირჭვე და ფიქრები შეძლებისდაგვარად "გავფანტე", მაგრამ პარარელური კლასელი თავიდან არ ამომდიოდა :"რატომ არ მიმართლებს?" ეს კითხვა კი მოსვენებას არ მაძლევდა... "ნეტავ შესაძლებელია რომ..."
   –გვანცააააა, რა დაგემართა? რამე იტკინე?
მე კი ჩემ თავზე მეტად ჩემი როლიკების ბედი მაწუხებდა, ერთი კვირის ნაყიდიც არ მქონდა და მის ნაკაწრსაც კი ვერ შევეგუებოდი. გამიმართლა... სამაგიეროდ იმაში არა რომ მოკლე მკლავიანი მაიკა მეცვა და ხლები საშინლად გადავიტყავე. ვაღიარებ რომ ზუსტად ვიცოდი დღეს როლიკებიდან უეჭველი გადმოვვარდებოდი, მაგრამ მაინც გავრისკე.
საღამო: დღეს არ მიმართლებს, ამიტომ ჯობია ოთახიდან არ გავიდე და ხვალამდე აქ ვიჯდე...  აქტი, ჩემი გადატყაული ხელები და პარალელური კლასელიც კი არ მაინტერესებს, საერთოდ აღარაფერი მაინტერესებს. ამ სამყაროდან ძალიან შორს მინდა... და ბალისში ჩავდე თავი... ქალის სუსტმა წერტილმაც შემახსენა თავი და მეც დავნებდი

2 comments: