Tuesday, April 12, 2011

ფსიქოლოგის უხეში ხმა!


  დღეს უჩვეულო დღე იყო...  სკოლაში დამღლელი მეხუთე გაკვეთილის შემდეგ ყველასთვის სასიხარულო ამბავი გავიგე: "ფიზიკის გაკვეთილი ცდება".  რატომ ეს აღარავის უკითხავს და ზარის დარეკვისას საკლასო ოთახში ერთი ალიაქოთი ატყდა...  ვინ რაღას აღარ აკეთებდა: გარკვეული ნაწილი დაფას ჯყაპნიდა, ზოგი ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა...  ყვიროდნენ, წიგნებს აფრიალებდნენ, უცებ კარი გაიღო და კლასში 30 წლამდე ძალიან სიმპათიური მამაკაცი შემოვიდა... ყველა გაშეშდა და გაკვირვებულნი ვუყურებდით ჩვენთვის "უცხო სხეულს". ჩვენ ხომ ის აქამდე არსად გვენახა... ყველა გაჩუმდა და მერხებზე ხმის ამოუღებლად დაჯდნენ (მე ისედაც ვიჯექი). მამაკაცმა გადმოგვხედა, ძალზედ თვალისმომჭრელად გაიღიმა და გვითხრა: "გამარჯობათ ბავშვებო, ფიზიკის მასწავლებელი დღეს არ იქნება ამიტომაც 45 წუთი ჩემი გაძლება მოგიწევთ"...  უცებ თანაკლასელი გოგონას რეპლიკა გავიგე: " საშუალება რომ მომცეთ მთელი ცხოვრება აგიტანდით" და კლასში გამაბრუებელი ხარხარი ატყდა (კიდევ კარგი ფსიქოლოგმა ვერ გაიგო). მიხვდა რომ ასეთ "ძნელად აღსაზრდელებს" მარტივად ვრ დაიმორჩილებდა და სასაუბროდ თემა შემოგვთავაზა "ურთიერთობები". დისკუსია დადებითად წარიმართა, ბავშვებიც სერიოზულად მოეკიდნენ ამ თემას...  გია ფსიქოლოგმა მოულოდნელად კითხვა დასვა: "ურთიერთობის დასაწყებად ანუ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად რამ შეიძლება გიბიძგოთ"...  გოგონებისგან მრავალფეროვანი პასუხები წამოვიდა: "ზმანი", ვარცხნილობა, თვალის ფერი და კეტის ფირმაც კი...  მე კი ძალიან დამაჯერებლად წამოვიძახე "ხმამ"... უხერხული სიჩუმე, თუმცა რატომ ვერ მივხვდი ალბათ იმიტომ რომ ფსიქოლოგი გაოცებული მიყურებდა.

    – თქვენი სახელი?
    – გვანცა , ვთქვი და ზრდილობისთვის  ფეხზე ავდექი.
    – გვანცა, ახლა სახელით მომმართა, ხმა როგორი შეიძლება იყოს?
    – ნაზი და  უხეში, ვერ მივხვდი რატომ მეკითხებოდა
    –უხეში, გაიმეორა და გაიღიმა, მაჩვენე უხეში ხმა...
    –უკაცრავად?
    –მაინტერესებს უხეში ხმა როგორია.
დავიბენი.  რაც იმწუთას მომადგა ის ვუთხარი:
    – არ ვიცი...  მაგრამ მე ძალიან მომწონს უხეში ხმა.
  ზარი დაირეკა. შვებით ამოვისუნთქე და ფსიქოლოგს შევხედე კლასიდან გასვლისას როგორ შემომხედა და ვიგრძენი ეს გამოხედვა დარიგების მზერა იყო...  ვერაფერს მივხვდი.
    გაკვეთილების დასრულებისას სამასწავლებლოსთან დავინახე და ვიგრძენი როგორ მოდიოდა ჩემსკენ... მომიახლოვდა და მითხრა:
   –იცი, ვფიქრობ შენ კარგი ფსიქოლოგი გამოხვალ ამიტომ რჩევად მიიღე. – მითხრა, ძალიან სასიამოვნოდ დამემშვიდობა და გასასვლელისკენ გავიდა.
     ახლა ზუსტად ვიცი უხეში ხმა როგორია ...  ზუსტად ისეთი როგორიც გია ფსიქოლოგს ჰქონდა.

No comments:

Post a Comment