Saturday, April 16, 2011

მე სიყვარულის დღეს


  სიყვარულის დღე. მიხარია (მეთვითონაც არ ვიცი რა)
დილა: სკოლაში არხეინად მივდივარ და წარმოდგენაც კი არ მაქვს რომ ბიოლოგიის პროექტი სახლში დამრჩა... სკოლასთან მისულს გამახსენდა და სახლამდე,  10 წუთის სავალი, სირბილით გავიარე...  წამოსვლისას ზუსტად ვიცოდი რომ დავაგვიანე და არც შევმცდარვარ, შესვლისთანავე მანდატურმა დაგვიანების აქტი დამიწერა... შესანიშნავია, ახლა დამრიგებლის ნოტაციების კითხვას რა გაუძლებს? კლასში შევედი და მერხზე ისე მძიმედ დავჯექი გეგონებოდათ, მთელი დედამიწა ზურგზე მეკიდა... ხელები თავში ჩავრგე და იმაზე ფიქრი დავიწყე დამრიგებელი როგორ გაბრაზდებოდა მისი სანიმუშო მოსწავლის აქტს რომ დაინახავდა...  მოსახდენი მოხდა. ასეც ვიცოდი
შუადღე: დაქანცული სკოლიდან მოვდივარ... ასე მძიმე ნაბიჯებით ჩემს ცხოვრებაში არ მივლია. ჯერ ორი–სამი საათი იყო და უკვე მეტისმეტად გადაღლილი ვიყავი. თავი ავწიე და (ნეტავ საერთოდ არ ამეწია) ჩემი პარალელური კლასელი დავინახე რომელიც ჩვეულზე მეტად მომწონდა. მარტო არ იყო, გოგონასთან ერთად. შეყვარებულიც ყოლია, თან რა ლამაზი... იმწუთას ვაღიარე რომ ძალიან შეეფერბოდნენ. ასეც ხდება ხოლმე და სწრაფი ნაბიჯით გავაგრძელე გზა. სახლში მისულს, კომპიუტერს მივუჯექი და:
    –დედაააა, კომპიუტერს რატომ ვერ ვრთავ?
    –ჩვენს აყოლებაზე მოკლე ჩართვა მოხდა... საღამომდე გავაკეთებთოო.
ახლა მართლა გავგიჟდები... როლიკები ჩავიცვი და მეგობარს გავუარე. როლიკებზე დიდი ხანია არ ვდგავარ, დაახლოებით ერთი კვირა მაგრამ მაინც მყარად ვიდექი :) ნაოშნიკები გავირჭვე და ფიქრები შეძლებისდაგვარად "გავფანტე", მაგრამ პარარელური კლასელი თავიდან არ ამომდიოდა :"რატომ არ მიმართლებს?" ეს კითხვა კი მოსვენებას არ მაძლევდა... "ნეტავ შესაძლებელია რომ..."
   –გვანცააააა, რა დაგემართა? რამე იტკინე?
მე კი ჩემ თავზე მეტად ჩემი როლიკების ბედი მაწუხებდა, ერთი კვირის ნაყიდიც არ მქონდა და მის ნაკაწრსაც კი ვერ შევეგუებოდი. გამიმართლა... სამაგიეროდ იმაში არა რომ მოკლე მკლავიანი მაიკა მეცვა და ხლები საშინლად გადავიტყავე. ვაღიარებ რომ ზუსტად ვიცოდი დღეს როლიკებიდან უეჭველი გადმოვვარდებოდი, მაგრამ მაინც გავრისკე.
საღამო: დღეს არ მიმართლებს, ამიტომ ჯობია ოთახიდან არ გავიდე და ხვალამდე აქ ვიჯდე...  აქტი, ჩემი გადატყაული ხელები და პარალელური კლასელიც კი არ მაინტერესებს, საერთოდ აღარაფერი მაინტერესებს. ამ სამყაროდან ძალიან შორს მინდა... და ბალისში ჩავდე თავი... ქალის სუსტმა წერტილმაც შემახსენა თავი და მეც დავნებდი

Tuesday, April 12, 2011

ფსიქოლოგის უხეში ხმა!


  დღეს უჩვეულო დღე იყო...  სკოლაში დამღლელი მეხუთე გაკვეთილის შემდეგ ყველასთვის სასიხარულო ამბავი გავიგე: "ფიზიკის გაკვეთილი ცდება".  რატომ ეს აღარავის უკითხავს და ზარის დარეკვისას საკლასო ოთახში ერთი ალიაქოთი ატყდა...  ვინ რაღას აღარ აკეთებდა: გარკვეული ნაწილი დაფას ჯყაპნიდა, ზოგი ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა...  ყვიროდნენ, წიგნებს აფრიალებდნენ, უცებ კარი გაიღო და კლასში 30 წლამდე ძალიან სიმპათიური მამაკაცი შემოვიდა... ყველა გაშეშდა და გაკვირვებულნი ვუყურებდით ჩვენთვის "უცხო სხეულს". ჩვენ ხომ ის აქამდე არსად გვენახა... ყველა გაჩუმდა და მერხებზე ხმის ამოუღებლად დაჯდნენ (მე ისედაც ვიჯექი). მამაკაცმა გადმოგვხედა, ძალზედ თვალისმომჭრელად გაიღიმა და გვითხრა: "გამარჯობათ ბავშვებო, ფიზიკის მასწავლებელი დღეს არ იქნება ამიტომაც 45 წუთი ჩემი გაძლება მოგიწევთ"...  უცებ თანაკლასელი გოგონას რეპლიკა გავიგე: " საშუალება რომ მომცეთ მთელი ცხოვრება აგიტანდით" და კლასში გამაბრუებელი ხარხარი ატყდა (კიდევ კარგი ფსიქოლოგმა ვერ გაიგო). მიხვდა რომ ასეთ "ძნელად აღსაზრდელებს" მარტივად ვრ დაიმორჩილებდა და სასაუბროდ თემა შემოგვთავაზა "ურთიერთობები". დისკუსია დადებითად წარიმართა, ბავშვებიც სერიოზულად მოეკიდნენ ამ თემას...  გია ფსიქოლოგმა მოულოდნელად კითხვა დასვა: "ურთიერთობის დასაწყებად ანუ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად რამ შეიძლება გიბიძგოთ"...  გოგონებისგან მრავალფეროვანი პასუხები წამოვიდა: "ზმანი", ვარცხნილობა, თვალის ფერი და კეტის ფირმაც კი...  მე კი ძალიან დამაჯერებლად წამოვიძახე "ხმამ"... უხერხული სიჩუმე, თუმცა რატომ ვერ მივხვდი ალბათ იმიტომ რომ ფსიქოლოგი გაოცებული მიყურებდა.

    – თქვენი სახელი?
    – გვანცა , ვთქვი და ზრდილობისთვის  ფეხზე ავდექი.
    – გვანცა, ახლა სახელით მომმართა, ხმა როგორი შეიძლება იყოს?
    – ნაზი და  უხეში, ვერ მივხვდი რატომ მეკითხებოდა
    –უხეში, გაიმეორა და გაიღიმა, მაჩვენე უხეში ხმა...
    –უკაცრავად?
    –მაინტერესებს უხეში ხმა როგორია.
დავიბენი.  რაც იმწუთას მომადგა ის ვუთხარი:
    – არ ვიცი...  მაგრამ მე ძალიან მომწონს უხეში ხმა.
  ზარი დაირეკა. შვებით ამოვისუნთქე და ფსიქოლოგს შევხედე კლასიდან გასვლისას როგორ შემომხედა და ვიგრძენი ეს გამოხედვა დარიგების მზერა იყო...  ვერაფერს მივხვდი.
    გაკვეთილების დასრულებისას სამასწავლებლოსთან დავინახე და ვიგრძენი როგორ მოდიოდა ჩემსკენ... მომიახლოვდა და მითხრა:
   –იცი, ვფიქრობ შენ კარგი ფსიქოლოგი გამოხვალ ამიტომ რჩევად მიიღე. – მითხრა, ძალიან სასიამოვნოდ დამემშვიდობა და გასასვლელისკენ გავიდა.
     ახლა ზუსტად ვიცი უხეში ხმა როგორია ...  ზუსტად ისეთი როგორიც გია ფსიქოლოგს ჰქონდა.

Monday, April 11, 2011

მე და ედვარდი ანუ ვინ არის ბელა...

  ბელა ვინ არის, ვფიქრობ, ყველამ იცის... აი, მე ვინ ვარ ეგაა საკითხავი :) ახლა ალბათ გაინტერესებთ რა ბელა, ვინ ედვარდი და საერთოდ აქ მე რა შუაში ვარ... სწორი კითხვაა :) საქმე იმაშია რომ როგორც ვიცით "ბინდი" ს ბუმი რამდენიმე წელია არის, მე კი "ბაიბურშიც" არ ვიყავი. "tWilight" ის თრილერის ყურების შემდეგ არანაირი ინტერესი გამჩენია და შესაბამისად განკუთვნილი ორი საათიც არ გამიმეტებია მისთვის. თუმცა უეცრად "ბინდი" ს პირველი ნაწილი წიგნი ჩამივარდა და საოცარმა ყრდამ იმდენად მომხიბლა გადავშალე და აი, მაშინ მოხდა საოცრება... შესავლის კითხვისას იმდენად ვიგრძენი "რაღაც", რომ მომინდა ბოლომდე ჩამეკითხა ეს "ლამაზყრდიანი" წიგნი. რამდენიმე ფურცლის წაკითხვისას მივხვდი რომ არანაირად არ შეესაბამებოდა იმ წარმოდგენებს რაც მე მქონდა, პირიქით ძალიან ცხოვრებისეულიც კი მომეჩვენა. იმდენად შემიყოლა წიგნის კითხვამ სადაც დრო და შესაძლებლობა მქონდა ყველგან ვკითხულობდი: კლასიდან ფიზრის დარბაზამდე, სახლიდან ინგლისურის მასწავლებლამდე, ავტობუსში და გაკვეთილზეც კი...  რათქმაუნდა ყველა გაკვირვებული მიყურებდა ცალ ხელში წიგნითურთ :) და ყველას კითხვების მოგერიება მიწევდა:
     _რას კითხულოობ?
კითხვის დამსმელს ავხედავდი, წიგნის ყრდას ვაჩვენებდი და რაიმის თქმის ნაცვლად მხოლოდ ღიმილს ვიმეტებდი... ყველასგან ერთი რეაქცია იყო: "უუუფ...  სისულელე იქნება" პასუხს არავის ვაძლევდი, რადგან ვიცოდი მეც, რომარ წამეკითხა, იგივე რეაქცია მექნებოდა ამიტომაც კითხვას სახეგაბადრული ვაგრძელებდი.
     წიგნის დასრულების შემდეგ ფილმსაც ვუყურე და იმდენად "გამოვბინდდი" სიზმარშიც კი არ მომასვენა "twilight" ის სახეგაფითრებულმა მონაწილეებმა :) :)
    ვნახე როგორ მეძახდა და მიმტკიცებდა ედვარდი რომ ბელა ვიყავი, მე კი როგორც ქართველს ახასიათებს დავიბენი და ბრაზმორეული ვკითხე: " ვინ არის ბელა?" შენ– მიპასუხა და საკუთარ თავზე გავბრაზდიი მანდამაინც მაშინ რომ მომინდა გაღვიძება...

Sunday, April 10, 2011

ვინ ვარ დღეს მე...

  ზოგს ძალიან უჭირს საკუთარ თავზე საუბარი მე კი– პირიქით უსასრულოდ შემიძლია ჩემს თავზე საუბარი რის შემდეგაც დიდი შანსია გაიფიქროთ: " ეს ვერაა ცოტა ჭკუაზე" მაგრამ არაუშავს... ავიტან :)
   მეგობარი არასდროს მყოლია ამიტომ გარკვეული 17 წელი მიწევდა ჩემი თავის ფსიქოლოგი, მრჩეველი და განუყრელი მეგობარიც კი ვყოფილიყავი და დანარჩენი ის რაც ჩემს პიროვნებას აკლდა, სამაგიეროდ ჩემი "მე" მივსებს ყოველივე მათქანს რაც
 დამიჯერეთ მარტივი არ არის!
     მეგობარი არ მყავს, შესაბამისად არც ისეთი ადამიანი ვისთანაც თამამად ვისაუბრებ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვან ნაწილებზე... მაგრამ იცი რა, არც არასდროს მომდომებია ჩემი "მე"–დან წამოსული აზრები ვინმესთვის "ჩამეკაკლა". მე ძალიან მიყვარს ჩემთვის ყოფნა, როცა არავის ვუშლი ხელს და შესაბამისად არც ისინი მიშლიან სიმყუდროვეს და არც საკუთარი აზრების კორიანტელს მახვევენ.
      წარმოდგენები მაქ წინა ცხოვრებაზეც (მიკვირს) ზოგს გონია რომ მაიმუნი იყო, ზოგს ჩიტი, ყვავილი, ჭიანჭველა და ასე შემდეგ, მე კი მგონია რომ ბიჭი ვიყავი თუმცა არც კი ვიცი რატომ მე ხომ ბავშვობიდან მიყვარდა ვარდისფერი სათამაშოებით თამაში... 
      ჩემი ყველაზე უაზრო თვისება
არ მიყვარს სკოლიდან გამოსულს ვიღაც რომ დამიძახებს სახლში ერთად წასვლის განძრახვით... ერთი გარკვეული (არა გატყუებთ გაურკვეველი) მიზეზის გამო: სახლამდე მარტო სიარული მიყვარს.

  ალბათ გიკვირს რატომ არ დევს ბლოგზე ჩემი facebook–ი ან მსგავსი რამ რაც ჩემამდე მოგიყვანს... ბევრი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მაგრამ მერწმუნე არცერთი მათგანი არ არის სწორი, უბრალოდ ასე უფრო გამიადვილდება წერა.
   და კიდევ შენთან თხოვნა მაქვს...  მე რაც გულზე მომადგება დავწერ, შენ წაიკითხავ და ან ჩემს გულს ჩაწვდები ან ვერა, ამიტომ თუ ვერ მიხვდები ვინ ვარ ან რა მინდა, ძალიან გთხოვ გულს ნუ მატკენ უბრალოდ ჩემს ნაწერებთან ჩუმად დამტოვე, მე კი გავაგრძელებ წერას სანამ ამის შესაძლებლობა მექნება (ყველანაირი გაგებით)