Sunday, April 10, 2011

ვინ ვარ დღეს მე...

  ზოგს ძალიან უჭირს საკუთარ თავზე საუბარი მე კი– პირიქით უსასრულოდ შემიძლია ჩემს თავზე საუბარი რის შემდეგაც დიდი შანსია გაიფიქროთ: " ეს ვერაა ცოტა ჭკუაზე" მაგრამ არაუშავს... ავიტან :)
   მეგობარი არასდროს მყოლია ამიტომ გარკვეული 17 წელი მიწევდა ჩემი თავის ფსიქოლოგი, მრჩეველი და განუყრელი მეგობარიც კი ვყოფილიყავი და დანარჩენი ის რაც ჩემს პიროვნებას აკლდა, სამაგიეროდ ჩემი "მე" მივსებს ყოველივე მათქანს რაც
 დამიჯერეთ მარტივი არ არის!
     მეგობარი არ მყავს, შესაბამისად არც ისეთი ადამიანი ვისთანაც თამამად ვისაუბრებ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვან ნაწილებზე... მაგრამ იცი რა, არც არასდროს მომდომებია ჩემი "მე"–დან წამოსული აზრები ვინმესთვის "ჩამეკაკლა". მე ძალიან მიყვარს ჩემთვის ყოფნა, როცა არავის ვუშლი ხელს და შესაბამისად არც ისინი მიშლიან სიმყუდროვეს და არც საკუთარი აზრების კორიანტელს მახვევენ.
      წარმოდგენები მაქ წინა ცხოვრებაზეც (მიკვირს) ზოგს გონია რომ მაიმუნი იყო, ზოგს ჩიტი, ყვავილი, ჭიანჭველა და ასე შემდეგ, მე კი მგონია რომ ბიჭი ვიყავი თუმცა არც კი ვიცი რატომ მე ხომ ბავშვობიდან მიყვარდა ვარდისფერი სათამაშოებით თამაში... 
      ჩემი ყველაზე უაზრო თვისება
არ მიყვარს სკოლიდან გამოსულს ვიღაც რომ დამიძახებს სახლში ერთად წასვლის განძრახვით... ერთი გარკვეული (არა გატყუებთ გაურკვეველი) მიზეზის გამო: სახლამდე მარტო სიარული მიყვარს.

  ალბათ გიკვირს რატომ არ დევს ბლოგზე ჩემი facebook–ი ან მსგავსი რამ რაც ჩემამდე მოგიყვანს... ბევრი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მაგრამ მერწმუნე არცერთი მათგანი არ არის სწორი, უბრალოდ ასე უფრო გამიადვილდება წერა.
   და კიდევ შენთან თხოვნა მაქვს...  მე რაც გულზე მომადგება დავწერ, შენ წაიკითხავ და ან ჩემს გულს ჩაწვდები ან ვერა, ამიტომ თუ ვერ მიხვდები ვინ ვარ ან რა მინდა, ძალიან გთხოვ გულს ნუ მატკენ უბრალოდ ჩემს ნაწერებთან ჩუმად დამტოვე, მე კი გავაგრძელებ წერას სანამ ამის შესაძლებლობა მექნება (ყველანაირი გაგებით)

No comments:

Post a Comment