Tuesday, January 24, 2012

გადავრჩი თუ ... ვკვდები?!

 ჩემი სამყარო არ მომეწონა.. შეცვლა მოვინდომე. გამიჭირდა მაგრამ უკან დახევა არ მინდოდა, ასე ხომ ყველაფერი ისევ ისე დარჩებოდა როგორც იყო...
 რითი ვიყავი სხვებზე ნაკლები? დღედაღამ თავში მიტრიალებდა. რითი ხდებოდა მე და "მათ" შორის სხვაობის განსაზღვრა როდესაც "ისინიც" ზუსტად ჩემნაირები არიან, მაგრამ ჩემგან მაინც რაღაცით განსხვავებულები ... თავი ამტკივდა და მერე ჩამეძინა.
  აი, ის დღე როდესაც სულიერად საბოლოოდ გავტყდი. არა, არ იყო ეს ბავშვური ახირება, არც გარდატეხის ასაკი... ეს ადამიანური სურვილი იყო, რომელშიც ხსნას ვხედავდი. მიუხედავად იმისა რომ სიკვდილისთვის თავი მენანებოდა, სიცოცხლისთვის ძალიან მეცოდებოდა ამიტომ პირველი ვარჩიე..  თვალები დავხუჭე... არავისზე და არაფერზე ვფიქრობდი, რამდენიმე წუთი ასე ვიყავი, მოვითენთე... თვალი რომ გავახილე გული დამწყდა სულიერ და ფიზიკურ სიმშვიდეს რომ მოვწყდი  და ისევ იქ დაბრუნება მოვინდომე ... ახლა სამუდამოდ.
   "კლავს" – წუთითაც არ შევყონებულვარ როდესაც ეს ამოვიკითხე... მომკლავს? დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ ... როდესაც შევისუნთქე მომეშვა. საკუთარი მოძრაობით ბოლის კორიანტელი ავუშვი, სიამოვნებისგან გამეღიმა და კითხვა გამიჩნდა: "ეს მომკლავს?"... არა, ეს სიკვდილზე კარგია გრძნობა იყო, შვებას ვგრძნობდი თითქოს. ამასთან ერთად ამ ქმედებით თითქოს საკუთარ თავს რაღაცას ვუმტკიცებდი... თუმცა არ მკითხოთ, არ ვიცი რას... კოლოფი ავიღე და ჩანთაში ჩავაგდე მიუხედავად იმისა არ ვიცოდი რომელი ოჯახის წევრის იყო... ჩანთაში გადმოტრიალებული ჩავარდა, კიდევ ერთხელ ნელ–ნელა ამოვიკითხე "მოწევა კლავს" და ჩანთა ცივად შევკარი.http://listen.ge/23993x14111

No comments:

Post a Comment