Wednesday, July 17, 2013

გამახსენდა... Lana Del Rey - Blue jeans იყო :))

    მე ის ვარ, შენს გვერდით.
    უხმოდ.
    სიჩუმეს შენი სუნამოს სუნი არღვევს, რომელიც რაღაც მრავლად დაგისხამს  : )
    ჯერ კიდევ საიდან შეგნიშნე. გამორჩეულად იდექი, ამას შენი სიმაღლე და გარეგნობა ხელს აშკარად უწყობდა. თავიდან არ შეგiმჩნიე (რავი რა აზრი ჰქონდა) თუმცა ტრანსპორტი რომ დაიძრა უკან გამოხედვა მინდოდა (ინტერესი) ამოხვედი თუ არა, მაგრამ მომერიდა და მხოლოდ ოდნავ გამოვიხედე მაგრამ მალევე გავსწორდი.
   "ნაოშნიკები" მეკეთა (მუსიკა არ მახსოვს) შესაბამისად ვერ გავიგე როგორ მოეყრდენი იმ სკამს სადაც ვიჯექი. ზურგჩანთა მოიხსნa და რაღაც მანიშნე.. მივხვდი უნდა მივწეულიყავი.
     გამიკვირდა. თუმცა ვის არ გაუკვირდებოდა, ადგილების მეტი რა იყო, მაგრამ ის ჩემს სკამთან მოვიდა, (რატო) მღაც )
      ოჰ, რამდენი სუნამო ასხია. რა კარგია, მსგავსი არომატი ტრანსპორტში იშვიათობაა. აშკარად გამიმართლა )). "ნაოშნიკებს" უსმენს, მეც (მუსიკა ისევ არ მახსოვს)
      ახლა მალე უნდა ჩავიდე. ჯანდაბა! არ გინდა ამ სკამის დატოვება? ან ამ ვაჯკაცის, რომლის ქართველობაში ეჭვი მეპარება (თუმცა რატომ არ ვიცი,იქნებ ვცდები კიდეც ) tfuუუუუi რა ლამაზია, რა მამაკაცური. დამპალი, რას მომიჯდა და საერთოდ რას ამოვიდა? ამაფორიაქა და მერე ... ?? არაფერი! ჩავალ და ვსიო..
       აი, ჩემი გაჩერება. როგორ ვუთხრა რომ ჩავდივარ და გამატაროს ? ნაოშნიკები მოვიხსნა, ხელით შევეხო, რომ ჩემი ნათქვამი გაიგოს თუ ჯიქურად ავდგე??
       გაჩერება! ოჰ :(
თვალებში შeვხედე, ანალოგიურად მოიქცა.. მიხვდა და წინა სკამზე გადაჯდა, მე კი -წამოვედი. მერე აღარაფერი, უბრალოდ გამოშტერებულობისგან მანქანამ კინაღამ გaმიტანა, თუმცა ეს საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით იქნებოდა აღძრული, რადგან გაჩერებაზე ჩამოსულს მანქანა ისეთი სისწრაFით მომიახლოვდა, უკან რომ არ გავწეულიყავი ალბათ კარგად მეყოლე "წამის წინ გაცნობილო, მგონი უცხოელო ბიჭო".

       პ.ს სამი დღის წინ ფბ ზე სურათი ვნახე წარწერით "ის საშინელი მომენტი, როდესაც ვიღაც მოგეწონება და იცი რომ მეორედ ნახვის შანსი აღარ გექნება).. 75 გაზიარება ჰქონდა და გამიკვირდა რადგან მსგავსი "საშინელი მომენტი" არ მქონია და გავატარე )) ახლა უსუსურად დავეძებ იმ ფოტოს ქავერზე დასაგდებად, რომ კიდეევ დიდხაანს მახსოვდეს ეს ამბავი..

Wednesday, February 27, 2013

ყველა ფერადშარვლიანი გეიაა??

  ორი დღეა განუწყვეტლად ვგუგლავ სიტყვა gay-ს. არანაირი უწმაწური, შინაგანი, ლანძღვა მათ მიმართ. ალბათ უწინ ეს რომ გამეკეთებინა, შემზარავი გულისრევის შეგრძნებით დავხუჭავდი თვალებს, მaგრამ ახლა მსგავსი არაფერი გამიკეთებია.
   არ ვიცოდი.

 არ ვიცი, რომ მცოდნოდა მაინც ასე მოხდებოდა თუ არა, თუმცა არა აქვს ახლა ამას აზრი.
   არანაირი მამაკაცური მიხვრა-მოხვრა, არც ველური მზერა და არც ღიმილი, რომელიც მის კაცურ იერს გაუსვმდა ხაზს, მაგრამ საშინლად მამაკაცური ნაკვთები, უცნაური მზერა და ღიმილი, არ ვიცი, ვერ ვადარებ. და კიდევ
    ხმა. ეს ის თემაა, რომელზეც აფსურდია ეჭვი შეგეპაროს მის ორიენტაციაზე. თუ შეიძლება ითქვას, ვიტყვი:გამაგიჟა, დამაჯრჯოლა,დამაბნია, სხვაგან გადამკარგა, ემოციების ცვენა გამოიწვია ჩემს თავში და ბოლოს ამატკივა...
      "ფერადი შარვლები მხოლოდ პიდარასტებს აცვიათ!"
      "ფერადი შარვლები მხოლოდ პიდარასტებს აცვიათ!"
ჯანდაბამდე გზა გქონიათ აზრებო.. ახლა გვიანია, მე ის უკვე მიყვარს  - ვყვირი ბოლო ხმაზე და ისტერიული სიცილ-ტირილი მიტყდება..ლეპტოპთან მივედი, მისი სახელი და გვარი ჩავწერე და შოკი მივიღე. არა, არა ეს ძალიან "ლაითად" ნათქვამია,როგორ შეიძლება იმას რაც იმ წუთას დამემართა მხოლოდ შოკი ვუწოდო... სასაცილოა უბრალოდ!
        კოცნის... ვიღაც სიმპატიურ მამაკაცს, არა უფროსწორად ბავშვს, ტუჩებში. ხარისხიანი ფოტოა, იქნებ დადგმაა, კრეატივი, ის ხომ მსახიობობს, ერთგვარი პიარია, სკანდალი.. აააააააა ჯანდაბა! მეორე, მესამეც, მეოტხეც მასთან. უყვარს, უყვაართ. ორივე რა სიმპატიურია, არა მათზე ეს სიტყვა არ ჯდება,ძალიან საყვარლები თუნდაც იმ ფოტოზე სადაც ყოვლად უმანკო სახეებით ერთმანეთს, ჩემთვის თავზარდამცემად, კოცნიან.

   მძულს ბიჭი, ბიჭის გამო! რატომ უნდა დამმართნოდა ეს მე, ვერ ვხვდები.. ვერც იმას რატომ ვიცინოდი, რატომ გადაიზარდა ისტერიულ სიცილში, ცრემლების წამოსვლამდე, თავის ატკივებამდე, დაღლამდე...
   ვყვირი. შუა ქუჩაში, გიჯივით. ყველას უკვირს, მიყურებენ და გიჟი ვგონივარ, ზოგს ვეცოდები, ვიღაცას ვაწუხებ... ბავშვმა შეშინებული გამომაყოლა თვალი. არა, არა არ გავგიჟებულვარ, მსგავსი არაფერი, უბრალოდ ცოტა დავლიე. წავიქეცი. ვიღაც ბიჭი მოვიდა დასახმარებლად, თუმცა წითელი შარვალი ეცვა...
    -"თავი დამანებე პიდარასტოოოო " ვყვიროდი ბოლო ხმაზე და მუშტებს გულზე ვურტყამდი რაც ძალა მქონდა შემორჩენილი.
   ჰმ, მსგავსი კადრები ფილმში მინახავს... ისტერიკებში ჩავარდნილ გოგონას, ვიღაც უცხო ბიჭი ამშვიდებს გულში იკრავს, მაგრამ არც ეს არის ფილმი და არც მე ვარ მსახიობი. მან კი... ხელi მკრა და მიწაზე დამანარცხა.
   -პიდარასტებოოოო, როგორ მძულხართ, მეზიზღებით, ეშმაკსაც წაუღიხართ.
    აგერ უკვე მეექვსე დღეა თავი გაუჩერებლად მტკივა. თვალის გახელისთანავე ღია ფანჯრიდან შემოსულმა სიცივემ გამომაფხიზლა და სასიამოვნო გრძნობა  დამიტოვა. ზეზეულად წამომდგარმა ლეპტოპი ჩავრთე და აუჩქარებლად ავკრიფე GAY.. თითქოს დამშვიდებული ვათვალიერებდი ფოტოებს და მსგავს ზიზღსაცაღარ ვგრძნობდი, პირიქით თითქოს მათმა შინაგანმა განწყობამ, Eმოციამ, გრძნობებმა ჩემს სხეულზე გადაიარა და ყოველგვარი პროტესტი გამიქრა მათ მიმართ... რა სულელი ვარ, როგორ ვიფიქრე რომ პიდარასტი შემიყვარდა, რატომ გავიფიქრე რომ ყველა ფერადშარვლიანი პიდარასტია...
   -გვანცა, როგორ ხარ, როგორ გაატარე უქმეები?
   -უი, შენ არ იცი ექვსი დღის წინ კლინიკური სიკვდილი რომ მქონდა?? ))
  -რაოო? მეღადავებიი??
  -არა, წამო მოგიყვე.
  ორი დღეა განუწყვეტლად ვგუგლავ სიტყვა GAY ს...

Tuesday, January 24, 2012

გადავრჩი თუ ... ვკვდები?!

 ჩემი სამყარო არ მომეწონა.. შეცვლა მოვინდომე. გამიჭირდა მაგრამ უკან დახევა არ მინდოდა, ასე ხომ ყველაფერი ისევ ისე დარჩებოდა როგორც იყო...
 რითი ვიყავი სხვებზე ნაკლები? დღედაღამ თავში მიტრიალებდა. რითი ხდებოდა მე და "მათ" შორის სხვაობის განსაზღვრა როდესაც "ისინიც" ზუსტად ჩემნაირები არიან, მაგრამ ჩემგან მაინც რაღაცით განსხვავებულები ... თავი ამტკივდა და მერე ჩამეძინა.
  აი, ის დღე როდესაც სულიერად საბოლოოდ გავტყდი. არა, არ იყო ეს ბავშვური ახირება, არც გარდატეხის ასაკი... ეს ადამიანური სურვილი იყო, რომელშიც ხსნას ვხედავდი. მიუხედავად იმისა რომ სიკვდილისთვის თავი მენანებოდა, სიცოცხლისთვის ძალიან მეცოდებოდა ამიტომ პირველი ვარჩიე..  თვალები დავხუჭე... არავისზე და არაფერზე ვფიქრობდი, რამდენიმე წუთი ასე ვიყავი, მოვითენთე... თვალი რომ გავახილე გული დამწყდა სულიერ და ფიზიკურ სიმშვიდეს რომ მოვწყდი  და ისევ იქ დაბრუნება მოვინდომე ... ახლა სამუდამოდ.
   "კლავს" – წუთითაც არ შევყონებულვარ როდესაც ეს ამოვიკითხე... მომკლავს? დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ ... როდესაც შევისუნთქე მომეშვა. საკუთარი მოძრაობით ბოლის კორიანტელი ავუშვი, სიამოვნებისგან გამეღიმა და კითხვა გამიჩნდა: "ეს მომკლავს?"... არა, ეს სიკვდილზე კარგია გრძნობა იყო, შვებას ვგრძნობდი თითქოს. ამასთან ერთად ამ ქმედებით თითქოს საკუთარ თავს რაღაცას ვუმტკიცებდი... თუმცა არ მკითხოთ, არ ვიცი რას... კოლოფი ავიღე და ჩანთაში ჩავაგდე მიუხედავად იმისა არ ვიცოდი რომელი ოჯახის წევრის იყო... ჩანთაში გადმოტრიალებული ჩავარდა, კიდევ ერთხელ ნელ–ნელა ამოვიკითხე "მოწევა კლავს" და ჩანთა ცივად შევკარი.http://listen.ge/23993x14111

Friday, June 3, 2011

თავად გადაწყვიტე :)

ამბავი რომელმაც უნდა ჩაგაფიქროს
შესავლის გარეშე...
    გზაზე ხანში შესული კაცი მიდიოდა, შვილი კი სახედარზე შემჯდარიყო და წინ მიუძღვოდა. შემხვედრმა ქალმა შენიშვნა მისცა ბიჭს, ამის შემდეგ ბიჭმა სახედარი მამას დაუთმო თავად კი ფეხით გაუყვა გზას. ცოტა ხანში მამამ მიიღო შენიშვნა ბერიკაცისგან რომელსაც ფეხით მოსიარულე პატარა ბიჭი შეეცოდა. ახლა უკვე ორივე ერთად შეჯდა სახედარზე და გზა განაგრძეს. ამან ხალხში აღშფოთება გამოიწვია. მამა–შვილს შერცხვა და ფეხით გაუყვეს გზას. ცოტა ხანში ბავშვების შეძახილები შემოესმათ:" ნახეთ, ნახეთ სულელები ვირს ასეირნებენო" :) :) მაშინ კი მამა შვილს მოუბრუნდა და უთხრა: რაც უნდა გააკეთო, მაინც აღმოაჩენ ისეთ ადამიანს, რომელიც უკმაყოფილო იქნება შენი მოქმედებით, ამიტომ ყოველთვის თავად გადაწყვიტე, როგორ მოიქცეო.
     მემგონი მართლა ღირს დაფიქრება....

Monday, May 16, 2011

არ შეიყვარო... (ღმერთო ჩემო)

გუშინ ჩემს ნაწერებს (დღიურში) გადავხედე და გაოცებული დავრჩი... ნაწერები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული და სხვადასხვა ემოციებით იყო დატვირთული... ჩემი ყურადღეება ერთი და იმავე რიცხვის და ასევე თვის თუმცა განსხვავებული წლის ნაწერმა მიიპყრო.
ალბათ ვერაფერი გაიგეთ...
არაუშავს ახლავე ყველაფერს აგიხსნით.
 

02.03.2010  (ნაწყვეტი)
  ცუდად ვარ!
მენატრება... მართალია ის აქ არის, თუმცა ჩემგან მაინც ძალიან შორს :(
 ზოგჯერ როგორ მინდა საკუთარ თავს წითელი ხაზი გადავუსვა, მინდა საკუთარ ფიქრებში მომენტების წაშლა, რომლებიც მოსვენებას არ მაძლევს...
  იცი, როგორ მინდა საკუთარი გრძნობების გამჟღავნება, მაგრამ ვერ ვახერხებ (თავმოყვარეობა :( ) რამდენი რამეა შეუძლებელი ჩემთვის... ასე მარტო მე თუ დამემართებოდა
    რატომ არ ვიბრძვი ბედნიერებისთვის? რატომ დავუჯერე სიტყვებს: "გაუშვი და თუ უყვარხარ დაგიბრუნდება" ...  
     ჯერ არ დაბრუნებულა.
      დავიღალე...
    გამარჯობა დაკარგულო სიყვარულო, აუხდენელო ოცნებავ, ტკბილო მოგონებებო...
                         მე ისევ ძველებურად მიყვარხარ, შეიძლება უფრო მეტადაც კი.
მინდა ცოტა ხანი მაინც შემეძლოს ძილი,
მაგრამ ჩემს სიზმრებშიც შენ ხარ!
   მე ხელს გამოგიწვდი, ჩამჭიდე და გამომყევი.
შორს წაგიყვან.. ოღონდ გამომყევი!
  ნეტავ სად ხარ ახლა? სად გეძებო??



02.03.2011 (ნაწყვეტი)

  მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში: როდის ვიყავი ბოლოს ბედნიერი?
   დღეს... სულ რაღაც ორი საათის წინ! :) :) :)
"უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე..."  ბატონო გალაქტიონ ამ სიტყვებში ვერ დაგეთანხმებით...  პირიქით სიოც დაჰქრის და ტყეც კრთება  :) :)  ახლა შეყვარებული არ ვარ, მაგრამ სილამაზესაც ვამჩნევ და...   დღეს გარეთ რომ ვიყავი ქარიშხალი სულაც არ იყო, პირიქით... :) :) :)

პ.ს ამ ნაწერებიდაის აზრი ერთია...  მე უსიყვარულოდ უფრო ბედნიერი ვარ , იქნებ ასეც ჯობდეს...  არ მინდა ჩემი ნაწერები ცხოვრებამოძულებულ, ჭირვეულ პიროვნებად მახასიათებდეს... მე ხომ სინამდვილეში ასეთი სულაც არ ვარ :)

Saturday, April 16, 2011

მე სიყვარულის დღეს


  სიყვარულის დღე. მიხარია (მეთვითონაც არ ვიცი რა)
დილა: სკოლაში არხეინად მივდივარ და წარმოდგენაც კი არ მაქვს რომ ბიოლოგიის პროექტი სახლში დამრჩა... სკოლასთან მისულს გამახსენდა და სახლამდე,  10 წუთის სავალი, სირბილით გავიარე...  წამოსვლისას ზუსტად ვიცოდი რომ დავაგვიანე და არც შევმცდარვარ, შესვლისთანავე მანდატურმა დაგვიანების აქტი დამიწერა... შესანიშნავია, ახლა დამრიგებლის ნოტაციების კითხვას რა გაუძლებს? კლასში შევედი და მერხზე ისე მძიმედ დავჯექი გეგონებოდათ, მთელი დედამიწა ზურგზე მეკიდა... ხელები თავში ჩავრგე და იმაზე ფიქრი დავიწყე დამრიგებელი როგორ გაბრაზდებოდა მისი სანიმუშო მოსწავლის აქტს რომ დაინახავდა...  მოსახდენი მოხდა. ასეც ვიცოდი
შუადღე: დაქანცული სკოლიდან მოვდივარ... ასე მძიმე ნაბიჯებით ჩემს ცხოვრებაში არ მივლია. ჯერ ორი–სამი საათი იყო და უკვე მეტისმეტად გადაღლილი ვიყავი. თავი ავწიე და (ნეტავ საერთოდ არ ამეწია) ჩემი პარალელური კლასელი დავინახე რომელიც ჩვეულზე მეტად მომწონდა. მარტო არ იყო, გოგონასთან ერთად. შეყვარებულიც ყოლია, თან რა ლამაზი... იმწუთას ვაღიარე რომ ძალიან შეეფერბოდნენ. ასეც ხდება ხოლმე და სწრაფი ნაბიჯით გავაგრძელე გზა. სახლში მისულს, კომპიუტერს მივუჯექი და:
    –დედაააა, კომპიუტერს რატომ ვერ ვრთავ?
    –ჩვენს აყოლებაზე მოკლე ჩართვა მოხდა... საღამომდე გავაკეთებთოო.
ახლა მართლა გავგიჟდები... როლიკები ჩავიცვი და მეგობარს გავუარე. როლიკებზე დიდი ხანია არ ვდგავარ, დაახლოებით ერთი კვირა მაგრამ მაინც მყარად ვიდექი :) ნაოშნიკები გავირჭვე და ფიქრები შეძლებისდაგვარად "გავფანტე", მაგრამ პარარელური კლასელი თავიდან არ ამომდიოდა :"რატომ არ მიმართლებს?" ეს კითხვა კი მოსვენებას არ მაძლევდა... "ნეტავ შესაძლებელია რომ..."
   –გვანცააააა, რა დაგემართა? რამე იტკინე?
მე კი ჩემ თავზე მეტად ჩემი როლიკების ბედი მაწუხებდა, ერთი კვირის ნაყიდიც არ მქონდა და მის ნაკაწრსაც კი ვერ შევეგუებოდი. გამიმართლა... სამაგიეროდ იმაში არა რომ მოკლე მკლავიანი მაიკა მეცვა და ხლები საშინლად გადავიტყავე. ვაღიარებ რომ ზუსტად ვიცოდი დღეს როლიკებიდან უეჭველი გადმოვვარდებოდი, მაგრამ მაინც გავრისკე.
საღამო: დღეს არ მიმართლებს, ამიტომ ჯობია ოთახიდან არ გავიდე და ხვალამდე აქ ვიჯდე...  აქტი, ჩემი გადატყაული ხელები და პარალელური კლასელიც კი არ მაინტერესებს, საერთოდ აღარაფერი მაინტერესებს. ამ სამყაროდან ძალიან შორს მინდა... და ბალისში ჩავდე თავი... ქალის სუსტმა წერტილმაც შემახსენა თავი და მეც დავნებდი

Tuesday, April 12, 2011

ფსიქოლოგის უხეში ხმა!


  დღეს უჩვეულო დღე იყო...  სკოლაში დამღლელი მეხუთე გაკვეთილის შემდეგ ყველასთვის სასიხარულო ამბავი გავიგე: "ფიზიკის გაკვეთილი ცდება".  რატომ ეს აღარავის უკითხავს და ზარის დარეკვისას საკლასო ოთახში ერთი ალიაქოთი ატყდა...  ვინ რაღას აღარ აკეთებდა: გარკვეული ნაწილი დაფას ჯყაპნიდა, ზოგი ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა...  ყვიროდნენ, წიგნებს აფრიალებდნენ, უცებ კარი გაიღო და კლასში 30 წლამდე ძალიან სიმპათიური მამაკაცი შემოვიდა... ყველა გაშეშდა და გაკვირვებულნი ვუყურებდით ჩვენთვის "უცხო სხეულს". ჩვენ ხომ ის აქამდე არსად გვენახა... ყველა გაჩუმდა და მერხებზე ხმის ამოუღებლად დაჯდნენ (მე ისედაც ვიჯექი). მამაკაცმა გადმოგვხედა, ძალზედ თვალისმომჭრელად გაიღიმა და გვითხრა: "გამარჯობათ ბავშვებო, ფიზიკის მასწავლებელი დღეს არ იქნება ამიტომაც 45 წუთი ჩემი გაძლება მოგიწევთ"...  უცებ თანაკლასელი გოგონას რეპლიკა გავიგე: " საშუალება რომ მომცეთ მთელი ცხოვრება აგიტანდით" და კლასში გამაბრუებელი ხარხარი ატყდა (კიდევ კარგი ფსიქოლოგმა ვერ გაიგო). მიხვდა რომ ასეთ "ძნელად აღსაზრდელებს" მარტივად ვრ დაიმორჩილებდა და სასაუბროდ თემა შემოგვთავაზა "ურთიერთობები". დისკუსია დადებითად წარიმართა, ბავშვებიც სერიოზულად მოეკიდნენ ამ თემას...  გია ფსიქოლოგმა მოულოდნელად კითხვა დასვა: "ურთიერთობის დასაწყებად ანუ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად რამ შეიძლება გიბიძგოთ"...  გოგონებისგან მრავალფეროვანი პასუხები წამოვიდა: "ზმანი", ვარცხნილობა, თვალის ფერი და კეტის ფირმაც კი...  მე კი ძალიან დამაჯერებლად წამოვიძახე "ხმამ"... უხერხული სიჩუმე, თუმცა რატომ ვერ მივხვდი ალბათ იმიტომ რომ ფსიქოლოგი გაოცებული მიყურებდა.

    – თქვენი სახელი?
    – გვანცა , ვთქვი და ზრდილობისთვის  ფეხზე ავდექი.
    – გვანცა, ახლა სახელით მომმართა, ხმა როგორი შეიძლება იყოს?
    – ნაზი და  უხეში, ვერ მივხვდი რატომ მეკითხებოდა
    –უხეში, გაიმეორა და გაიღიმა, მაჩვენე უხეში ხმა...
    –უკაცრავად?
    –მაინტერესებს უხეში ხმა როგორია.
დავიბენი.  რაც იმწუთას მომადგა ის ვუთხარი:
    – არ ვიცი...  მაგრამ მე ძალიან მომწონს უხეში ხმა.
  ზარი დაირეკა. შვებით ამოვისუნთქე და ფსიქოლოგს შევხედე კლასიდან გასვლისას როგორ შემომხედა და ვიგრძენი ეს გამოხედვა დარიგების მზერა იყო...  ვერაფერს მივხვდი.
    გაკვეთილების დასრულებისას სამასწავლებლოსთან დავინახე და ვიგრძენი როგორ მოდიოდა ჩემსკენ... მომიახლოვდა და მითხრა:
   –იცი, ვფიქრობ შენ კარგი ფსიქოლოგი გამოხვალ ამიტომ რჩევად მიიღე. – მითხრა, ძალიან სასიამოვნოდ დამემშვიდობა და გასასვლელისკენ გავიდა.
     ახლა ზუსტად ვიცი უხეში ხმა როგორია ...  ზუსტად ისეთი როგორიც გია ფსიქოლოგს ჰქონდა.